თბილისი, 8 მარტი - დღეს გაიმართა ლეიბორსიტების ტრადიციული “სარვა მარტო” პრესკონფერენცია. პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, განცხადებით, ოსკარების დღევანდელი დაჯილდოვება იყო ჰოლივუდისა და ამერიკის კინოაკადემიის სირცხვილი. “ჯეიმს კამერონის და ”ავატარის” ასეთი დაჩაგვრა უკიდურესი უსამართლობაა და ეს ყველაფერი ინსპირირებული გარეშე მხარეების მიერ იყო.” – დასიძნა შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტების პოლიტიკურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი გაყალბებული იყო. შრომის პარტიის ინფორმაციით, აკადემიაში მივლენილნი იყვნენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც ყველაფერ გააკეთეს იმისთვის, რომ ჯეიმს კამერონს არცერთი სერიოზული ნომინაცია არ აეღო. “საქართელოდან მივლინებულმა ზონდერებმა გაყალბებული ბიულეტინები ჩაყარეს ოსკარის ყუთში და ასე მოახერხეს ”ავატარისთვის” ლიდერობის ჩამორთმევა.”
ნი2 დაუკავშირდა ჯეიმს კამერონს, ცნობილმა რეჟისორმა არც უარყო და არც დაადასტურა ლეიბორისტების განცხადება, ხოლო პოლიტიკაში წავლაზე მოარულ ცნობებს მან მორიგი ჭორები უწოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯეიმს კამერონი ბოლივუდში მიემგზავრება სასწავლებლად – ეს კი, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციაში გადასვლასა და პოლიტიკაში მკვეთრი შემოჭრისათვის მზადებას ნიშნავს.
3 Responses
Hidden due to low comment rating. Click here to see.
*:
1
3
Posted on March 8th, 2010 at 9:00 pm
ვიცით :)
Posted on March 8th, 2010 at 9:09 pm
შენიცირასგეტყვი Said,
“სარვამარტო” ერთად იწერება.”
ამ ტექსტში მარტო ეს გეუცნაურათ :)
კომენტარის შეფასება:
0
0
Posted on March 11th, 2010 at 10:32 am
Add A Comment