ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოს წინააღმდეგ

თბილისი, 26 იანვარი – როგორც ნი2 ნიუსის მკითხველთათვის ცნობილი გახდა, ბიზნესმენმა და უკვე პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საპატრიარქოს კიდევ ერთი უნიკალური პროექტი დაუფინანსა. მანამდე ქართველმა მეცენატმა სამების ტაძრის მშენებლობის დასრულებაში მიიღო უდიდესი ფინანსური მონაწილეობა, როგორც ივანიშვილის კარის მეზობელი მთაწმინდელი ბომბორა გვარწმუნებს – ეს თანხა დაახლოებით 40 მილიონს აჭარბებს. ახალი პროექტი კი ხახული ხატის მსგავსი მინანქრის ხატია, ყველა ქართველი წმინდანის გამოსახულებით.  ამ ხატზე დაახლოებით 50 კგ ოქრო დაიხარჯა, რაც რა თქმა უნდა ბატონ ბიძინას ჯიბეს მოაკლდა. ხატი უკვე სამების ტაძარშია და მასთან მლოცველების რიგი არ წყდება. ”აღნიშნული ხატით უნდა მოხდეს ზეციური საქართველოს დაცვა, რადგან მიწიერი დაუცველია” – განუცხადა ნი2-ის სპეცკორესპონდენტს მამა ჯემალმა.

ამ ხატს უკვე უწოდეს ”ხატი იმედისა”, რამაც გამოიწვია ქართველი ბიზნესმენის და უკვე პოლიტიკოსის გულისწყრომა. მისი პრესცენტრის განცხადებით, ივანიშვილს არ აწყობს,  რომ ხატს მის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ტელეკომპანიის სახელწოდება ერქვას. მისი სურვილია ხატს დაერქვას ან ”ხატი მაესტროსი” ან ”ხატი იგრიკასი”. თუ მისი ეს სურვილი არ შესრულდება, ბ.ბ. უკან მოითხოვს ოქროს იმ რაოდენობას, რაც მან საპატრიარქოს უძღვნა.

საპატრიარქოსგან, მიუხედავად ჩვენი სტიქაროსანი სპეცკორესპოდენტის დიდი მცდელობისა, კომენტარის მოპოვება ვერ მოხერხდა. კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს საპატრიარქოსთან დაახლოებულმა სხვა ორგანიზაციებმაც – ”ჩოხოსნებმა”, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და ლევან ვასაძემ. ნი2-ის მართლმადიდებლური ჯგუფი მიესალმება ყოველივე ზემოთქმულს და ხვალიდან მარხვას იწყებს.

One Response to ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოს წინააღმდეგ

  1. es ra iyo? jurnalisturi oxunjoba? jurnalisto Sheni iumori =O

Leave a Response

Connect with Facebook

სახელი

ელ-ფოსტა

ვებ-საიტი