გუშინ, არამსმელთა კავშირმა: “თუ დავლიო ბოიშვილი ვიყო”, ქალაქ სიღნაღში გამართა მორიგი, რიგით 25-ე გასვლითი სხდომა. სხდომის მიმდინარეობისას, კავშირის წევრებმა გაანადგურს შემდეგი დასახელების ალკოჰოკური სასმელები:
1. კაბერნე სოვინიონი, მუხაში დავარგებული, 2002 წლის მოსავლის
2. ხაშმის საფერავი, დურდოზე დაყენებული
3. წარაფების რქაწითელი, ევროპულად დაყენებული
4. არმანიაკი, 27 წლიანი დაძველების
5. შოტლანდიური ვისკი “ელენა”
როგორც კავშირის პრეზიდენტმა – არტემ გამოსულაძემ საზოგადოებას ამცნო, მომავალში იგეგმება პუნშის, ვინიაკისა და კონიაკის საჯარო განადგურებაც, თუმცა პრობლემას ის წარმოადგენს, რომ საქართველოში ხარისხხიანი პუნშის შოვნა არც ისე ადვილია, უხარისხო სასმელის განადგურებას კი “თუ დავლიო ბოიშვილივიყოს” წევრებს საკუთარი კავშირის წესდება უკრძალავს.
სხდომას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. მაშინ როდესაც, კავშირის ცნობილი გამტეხი – ნოდარ სილუეტოვი “კაბერნეს” მორიგ ბოთლს ამტვრევდა, სხდომაზე ცნობილი ქართველი მსახიობი, ზურაბ ქაფიანიძე და მომღერალი, ზურაბ დოიჯაშვილი შევიდნენ, რომლებმაც არამსმელთა ქცევის პროტესტის ნიშნად, ცხვარი და 20-იანი ღვინო შეაგორეს და ზურას გარაჟში დაყენებული ღვინით კეთილი მეზობლების სადღეგრძელო დალიეს. ამ ფაქტით აღშფოთებულმა არტემ გამოსულაძემ, (რომელმაც მოგვიანებით მომხდარ შემთხვევას საუკუნის ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცა) კავშირიოს წევრებს უბრძანა, შესანდობარის თქმის დროს ფეხზე არ წამომდგარიყვნენ და სუფრაზე, ბუზი, ბოზი და ტელევიზორი შემოეტანათ.
ინციდენტის განმუხტვა მხოლოდ იაკინთე ჩაჩოქილის სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა კალისტრატემ (დოხნაძე) შეძლო, რომელმაც დოიჯაშვილის გარაჟში დაყენებული ღვინო აკურთხა. “თუ დავლიო ბოიშვილივიყოს” წევრებმა კი მოძღვრის სურვილის წინააღმდეგ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ “შეეწერათ”, ისევ ნაკურთხი ღვინის დალევა არჩიეს.
მამა კალიტრატესავე კურთხევით, კავშირის მომავალი გასვლითი სხდომა 12 აპრილს, რაჭაში გაიმართება.
სპეციალურად ნი2-ისთვის
პროლეტარიატი


ფხუკ :)))
გული მომიკვდა ამ სიაზე )))
რა მაგრები ხართ კაცო, საიდან მოგდით ასეთი აზრები. :ლოოლ: