გარდაბანში პირველი ქართველი დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს

ბელგიური არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა რომლებიც სინამდვილეში ტურისტები არიან და სამშობლოში ისლანდიური ვულკანის გამო ვერ ბრუნდებიან, ქართველი არქოლოგებისა და ისტორიკოსების ასევე ლოკალური მცხოვრებლების დახმარებით კიდევ ერთი დინოზავრის ნაკვალევს მიაგნეს. ქართველი მეცნიერის ნიკოლოზ ასურელის (რომელსაც უმაღლეს განატლებასთან ერთად ტრენინგები აქვს გავლილი სომხეთში) განცხადებით რადიოტალღურმა გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ დინოზავრი, რომელსაც ნაკვალევი ეკუთხვნის, ქართველია. “ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველები ერთადერთი და ნამდვილი არიელები ვართ და ადამიანის არსებობამდეც კი ეს ტერიტორია ჩვენ გვეკუთვნოდა”. შეგახსენებთ, რომ ორიოდ თვის წინ იმავე მეცნიერმა გამოაქვეყნა თავისი სტატია “უცნობი სტალინი” რომელიც ეხება ცნობილ მოღერალს, ტელეწამყვანსა და საზოგადო მოღვაწეს – უცნობს

footprintაღმოჩენასთან დაკავშირებით შეიკრიბა ევროპის სწრაფი რეაგირების საბჭო რომელმაც განიხილა საქართვლეოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი თუმცა შენობას სხდომის დაწყებისთანავე გაზი გაეთიშა და სიცივეში შეუძლებელი გახდა სხდომის ჩატარება. იგი გაურკვეველი დროით გადაიდო.

აღმოჩენას გამოეხმაურა საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელთა განცხადებითაც ერი, რომელმაც ასეთი უძველესი ისტორიული კულტურა შექმნა იმსახურებს წყლას, გაზს, ელექტროენერგიას, პურს და დიდი მატჩის ორ ბილეთს თითო კაცზე უფასოდ “ყველაფერს ფულით ვერ იყიდიო” დასძინა შალვა ნათელაშვილმა. ლეიბორისტების განცხადებით, მომავალი არჩევნებისთვის მათ აქვთ გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა შეისყიდონ პროდუქტი ისე, რომ ფული არ გადაიხადონ.

3 Responses to გარდაბანში პირველი ქართველი დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს

  1. დონეა :D

  2. იქნებ ისიც დაადგინონ მაგ დინიზავრმა ქართულად ლაპარაკიც თუ იცოდა , ახლა ქეიფი რო ეყვარებოდა ცხადია

Leave a Response

Connect with Facebook

სახელი

ელ-ფოსტა

ვებ-საიტი