ხვალიდან ივანიშვილის ტელევიზია ეთერში გავა

თბილისი, 20 იანვარი - დღეს დილით ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შ.პ.ს. “იგრიკა”, რომელსაც საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის უფლება აქვს, ხვალიდან სრული დატვირთვით ამუშავდება.  “ამუშავდება, კაცო, აბა რას იზამს” – ნათქვამია წერილში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

გთავაზობთ ამონარიდს ივანიშვილის ოფიციალური განცხადებიდან, რომელიც ზემოხსენებულ წერილს თან  ერთვოდა: “მე გადავწყვიტე მჭიდრო თანამშრომლობა ევროპულ ტელეარხებთან. მათი მხრიდანაც არის დაინტერესება. მე მწერენ ისეთი დიდ არხებიდან, როგორებიცაა სარაევოს პირველი არხი და TV 24, ეს უკანასკნელი კი ჩერნოგორიის წამყვანი არხია”.

“თავიდან კინოებს გავუშვებთ, ასევე იქნება კლიპები და სერიალები, რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებას, მალე წამყვანსაც ვიყიდით და ყველაფერი კარგად იქნება. ერთად ავიხდინოთ ტელეოცნებები” – განაცხადა ივანიშვილის რეზიდენციიდან გამოსულმა კაცმა.

ნი2-ის ცნობისმოყვარე გუნდი მოუთმენლად ელოდება “TV იგრიკას” ეთერში გაშვებას, მანამ კი გთავაზობთ 21 იანვრის პროგრამას:

09:30 – მხ/ფ. “გეი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”
11:00 – ფერადი ზოლები
14:35 – პოეზიის, კაცობის, გაგების და თამადობის 25 წუთი გივი სიხარულიძესთან ერთად
15:00 – ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მილოცვა (მორიგი გამეორება)
16:00 – ბერას კლიპები. Top 25.
19:00 – ფერადი ზოლები ცოტა ხნით
19:11 – აკრედიტაციის გარეშე – საუკეთესო მომენტები
21:00 – მხ/ფ. “პრეზიდენტის თვითმფრინავი”
22:00 – ტ/ს. “სუპერმენი”, პირველი სერია
22:45 – მხ/ფ “როგორ მოვიპაროთ მილიონი”

Still quiet here.sas

Leave a Response

Connect with Facebook

სახელი

ელ-ფოსტა

ვებ-საიტი