ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ჯეიმს კამერონი ქართველ პოლიტიკოსებს სასამართლოში უჩივლებს. კამერონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს პარლამენტში მისი ფილმი “ავატარი” რამდენჯერმე ახსენეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ მასთან დაკავშირებულ დებატებში “ავატარი” ჯერ – გიორგი თარგმაძემ, ხოლო შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ახსენეს. ჯეიმს კამერონი თითოეული მათგანისგან 10 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს გიორგი თარგამაძისკენ იშვერენ და ამობენ, რომ მათ მხოლოდ ”ოპოზიციონერის” სიტყვები გაიმეორეს. გიორგი თარგამაძე კი თავის მხრივ აცხადებს: ”მე სიტყვა ავატარი მისი ჩვეულებრივი მნიშვნელობით გამოვიყენე. ეს სიტყვა ნიშნავს განსახიერებას. შესაბამისად, ჩემს განცხადებას კამერონთან არავითარი კავშირი არ აქვს.”
ნი2-ის ეგზომ ნაკითხი ჯგუფი ვარაუდობს, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომლებსაც ძალიან უყვართ კითხვა და განსაკუთრებით კი უცხო სიტყვათა ლექსიკონის, ანზე (ანი – ა) ჩამოწერილი ყველა სიტყვა არ წაუკითხავთ. ნი2-ის მეტად გულჩვილი გუნდი წუხს, რომ ქართველი პარლამენტარები და პოლიტიკოსები წიგნებს უყურადღებოდ კითხულობენ. ნი2-ის არაჩვეულებრივად ოპტიმისტი მესვეურები იმედოვნებენ, რომ მსგავსი რამ საქართველოს პალამენტში აღარ განმეორდება.



ვაი რამდენი ვიცინე! ეს მართალია?? ლოლ. მაგრა გამისწორდა.პრიკოლია მაგარი
ვაჰ, რამდენი ვიცინე,
და რა მაინტერესებს, კონკრეტულად რისთვის მოითხოვს ამხელა თანხას? ამ სიტყვის გამოყენებისთვის?.. სისულელე იქნება და ვერ მოიგებს სასამართლოს..
ერთი შემთხვევა მახსოვს, ჯოლიმ არაბული სუნამოს კომპანიას უჩივლა იმისთვის რომ მათ ჯოლის შვილის სახელი გამოიყენეს, სასამართლომ ჯოლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, კომპანიას შესაგებებლად კაი რა ჰქონდა მზად ეგ სახელი არაბულად საჩუქარს ნიშნავსო..
მოკლედ.. არამგონია კამერონმა მოიგოს..
თურმე ბატონი ჯეიმს კამერონი პარლამენტის ქართული პარლამენტის სხდომებს უყურებს. თან იქვე თარჯიმანიც უზის და უთარგმნის სხდომის შინაარსს.. ყველაზე არადამაჯერებელი იმითაა რომ წინდა დღით გასულ სხდომას ასე ოპერატიულად გამოეხმაურა ამხელა რეჟისორი… სიტყვები არაა არავისი საკუთრება. თუ ასეა მაშინ ჯეიმს კამერონს უნდა უჩივლოს იმ ქვეყანამ სადაც პირველად ეს სიტყვა გამოიყენეს…
მიდი ჯეიმს!! ))))))))))))))))))))))))))))
საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? ლინკი დადე საიტის!!!!!!
ეს არის საიტი, საინფორმაციო საიტი, რა ლინკი გითხრათ? ) ჩვენ ქართული პრესა კი არ ვართ სხვისი სტატიები ვიპაროთ. ვმუშაობთ და ექსკლუზივებს ვბეჭდავთ.
კომენტარები უფრო რულამზ :D