ძალიან არ გვინდოდა ჩვენ, ნი2-ის შემოქმედებით კოლექტივს, მომხდარიყო ის, რაც მოხდა, მაგრამ განგების ძალას წინ ვერაფერი დაუდგება და შესაბამისად, მოსახდებიც მოხდა.
ჩვენ გვამხილეს, ჩვენს წინააღმდეგ ააგორეს ბინძური პიარი, განახორციელეს უამრავი ზარი, მუქარით და ცრუ დაპირებებით აღსავსე, გვემუქრებოდნენ, გვთხოვდნენ, ცოლობას გვპირდებოდნენ, მილიონებს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვერ დაგვაშინეს, ვერ მოგვერივნენ, ვერ გაგვაჩუმეს და ვერ დაგვამონეს.
ვინაიდან თქვენ, ჩვენი ერთგული მკითხველები ხართ ჩვენთან. იმის დასადასტურებლად კი, რომ ჩვენ არავის დავემალებით და არ შევეპუებით იმ ჩაგვრას, რასაც ქართველი ერი განიცდის დამპყრობელის მიერ, მინდა წარმოგიდგინოთ მცირედი ვიდეოკოლაჟი, ნიორელების მონაწილეობით. მთავარ როლებში – Dodka, BigCrow, Bas, Leonard Shelbi, ეპიზოდურ როლებში კი სხვა ნი2ელები.
ამავე დროს ეს ყველაფერი არის ახალი რუბრიკის რეკლამა, რომელიც სხვა ბევრ სიახლესთან ერთად დაემატება ნი2-ს სექტემბრიდან – ესაა ვიდეორუბრიკა. ასე რომ ელოდეთ სექტემბერს და გქონდეთ უკეთესი მომავლის თუ არა საკუთარი თავის იმედი მაინც.
პატივისცემით ნი2-ის კოლექტივი.


ეპიზოდურ როლებში სხვა ნიორელები : )))))))))
იმედია ხუმრობთ, რაც მხილებას და პიარს შეეხება… თუ ეს მართალია თავს მოვიკლავ ნამდვილად ან უკანმოუხედავად გავიქცევი ამ ქვეყნიდან…
ცნობისმოყვარე ცუგო ძალიან საყვარელია. მინდაააააა!
ნივრები ქართველი ქსელელბი თქვენთან ვართ! :)
xD
ეპიზოდურ როლებში სხვა ნიორელები : )))))))))
auu me mtredebze vikaife bolosken, ra amayi niorelia erTi mtredi, rogor TavaRerebulma gaiara :)
da lekvuniaze xo daerTod, ra sayvareliaaaaaaa
:D
ისა რა მუსიკაა ეგ?
სენკიუ წინასწარ
ვნახე. Funky Dj’s Adrian K – Tonight
მაინც სენკიუ