ლას ვეგასი, 26 იანვარი – მიმდინარე წლის 21 იანვარს, ლას ვეგასმა გრანდიოზულ ღონისძიებას უმასპინძლა. ქალაქში ეროტიკული ნივთების ბაზრობა გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებით კი სასტუმრო Hard Rock-ის საკონცერტო დარბაზში „პორნო ოსკარად“ წოდებული AVN Awards-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. როგორც AVN-ის მესვეურებმა ნი2-ის სუპერსექსუალურ კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნეს, დაჯილდოებას ახალი ნომინაციები დაემატა.
”მაიას კალენდრის თანახმად, ეს ჩვენი ბოლო დაჯილდოების ცერემონიალია. აქედან გამომდინარე, გვინდა ყველა დავაკმაყოფილოთ და ამიტომაც უამრავი ნომინაცია გვექნება. ჩვენ ყველას მივართმევთ პრიზს” – ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა საშა გრეის სახელობის კოლეჯის რექტორმა, რომელიც AVN magazine – ს დირექტორთა საბჭოს წევრია.
ღონისძიებას ბრი ოლსონი და სანი ლეონე უძღვებოდნენ. ჩვენთვის სასიხარულოდ, ნომინირებულთა სიაში ქართველი სახეებიც მოხვდნენ:
- ნომინაციაში „ცერებრალური სექსის დიდოსტატი“ წარდგენილნი იყვნენ – არსტანბეკ აბიდლაევი თავისი უნიკალური ფრაზით Зима не будет და ვანო ჯავახიშვილი თავისი ყველა გადაცემით ერთად.
- ნომინაციაში ,,ყველაზე მდგრადი“ წარდგენილი იყო – საქართველოს ეკონომიკა. ”მაგაზე მდგრადი, მიუხედავად ამხელა სტაჟისა, არაფერი მინახავს” – აღფრთოვანებულმა და გულანთებულმა განაცხადა საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულმა ივი ენჯელმა.
ჩვენთვის სამწუხაროდ და თავისთვის საბედნიეროდ, ნი2-ის კორესპოდენტმა ცერემონიის დაწყებამდე ნაშა ააგდო და ღონისძიებას აღარ დასწრებია. ამიტომაც, წარმოდგენა არ გვაქვს ვინ გაიმარჯვა და რა ნომინაციაში. ნი2-ის სექსისტი გუნდი ყველას ულოცავს ყველაფერს.


ჩემი ინფორმაციით დაჯილდოვებულ იქნა გივი სიხარულიძეც