თბილისი, 17 მარტი – მოგეხსენებათ, საქართველოში ცნობილი გროსმეისტერი და რუსული ოპოზიციის ლიდერი გარი კასპაროვი ჩამოვიდა. კასპაროვი რამდენიმე დღიანი ვიზიტის დროს სხვადასხვა რანგის შეხვედრას მართავდა, ხოლო მისი ვოიაჟის ბოლოს ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და მასთან ერთად ჭადრაკს ითამაშებს.
პრეზიდენტისა და კარპაროვის შეხვედრა ჭადრაკის სასახლეში გაიმართება. ამხანაგური საჭადრაკო დუელი რუსეთ-საქართველოში ლიბერელური ძალების გამარჯვებისაკენ სწრაფვას მიეძღვნება. შეხვედრას დაესწრებიან ქართველი პოლიტიკოსები, საქართველოში რომ ლიბერალები ჰქვიათ და სინამდვილეში კონსერვატორები რომ არიან ისინი, და სხვა მეტად საინტერესო ხალხი.
ლეიბორისტი გიორგი გუგავას განცხადებით, საჭადრაკო პარტიის ბედი უკვე გადაწყვეტილია და მას სააკაშვილი მოიგებს: ”სააკაშვილს უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ის ძალიან მაგარი სტრატეგი და ინტელექტუალია. სწორედ ამიტომ, არსებობს წინასწარი დადგმა ამ საჭადრაკო პარტიისა. კასპაროვი დამარცხდება და სააკაშვილის რეიტინგი აიწევს.”
ნი2-ის სახელმწიფო ინტერესების ერთგულ ჯგუფს სწამს, რომ პრეზიდენტი, მართლაც, ინტელექტუალი და ნამდვილად ძლიერი სტრატეგია და მას წინასწარ ულოცავს გამარჯვებას.

