ტოქსი ჩვენს ფანჯრებში, ანუ ძველი რევიუ ვაზისუბნელი რეპერის ალბომზე

შემთხვევით გადავაწყდი ჩემს ერთ-ერთ პოსტს თბილისის ფორუმზე, რომელიც 2008 წლის 6 დეკემბერსაა გაკეთებული და ეძღვნება ცნობილი ვაზიუბნელი რეპერის, ტოქსის, ახალ ალბომს.


ინებეთ (ტექსტს გთავაზობთ უცვლელად, ასე რომ ბოდიში უცნზურობისათვის):

მაშასადამე ჩემი მიმოხილვა.

ზოგადად ალბომზე უნდა ითქვას რომ ხარისხის მხრივ აშკარა პროგრესია – ნუ ხმოვანებას ვგულისხმობ, ბიტები ხარისხიანად ისმის. ფაქტია რომ ტოქსიმ იმუშავა და იმ ძველი მაგნიტოფონიდან უკვე SANUY-ს ცენტრზე გადავიდა, რომელსაც მიკროფონი უერთდება და ეკუალაიზერიც აქვს, შესაბამისად ჩანაწერების ხარისხი ძალიან კარგია.

სამწუხაროდ ტოქსის, დაკარგული აქვს თავისი გულწრფელობა ტექსტებში – აშკარაა მისი ინტელექტის ზრდა, ანუ ის პირდაპირ აღარ იგინება დედის ძვლებს, თუმცა სხვადასხვა ბიტების და ფრაზების არჩევით, ზეინტელექტუალურ-ჩახვეულად წვდება მის წინა ალბომში წამოჭრილ პრობლემებს. ის თავის პირდაპირობას მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიმღერაში ავლენს – “ეშმაკის ხმა შეგაწუხებს” – ამაზე დაწვრილებით ვისაუბრები ქვემოთ.

ალბომიდან ასევე აშკარად ჩანს რომ ტოქსიმ არ უკლო თავისი ჩვეული საქმიანობა, ანუ იგი კვლავაც ანძრევს და მე მისით ვამაყობ ამის გამო, რადგან ის არ უშინდება კლიშეებს და სტერეოტიპებს.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ ძალიან სამწუხაროდ მომეჩვენა ის ფაქტი რომ ტოქსიმ სახელი შეიცვალა და დაირქვა ჩიპოლინო. თუმცა ამაშიც არის ერთგვარი სიმბოლიზმი. ტოქსი – იშიფრებოდა როგორც ტოქსიკური (ალბა) და ეს ტოქსიკურობა რა თქმა უნდა იგრძნობოდა მის წინა ალბომში, ხოლო ამ ალბომში ის უკვე ოდნავ სენტიმენტალურია, ზედმეტად გულწრფელი სიყვარულში და ამასთანავე ბავშვური – ჩიპოლინო კი მოგეხსენებათ კეთილი არსებაა, თანაც საბავშვო პერსონაჟია. თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ ჩიპოლინო ხახვია – ანუ ის თვალებს წვავს – ამითი ტოქსი გვაფრთხილებს რომ მისი სენტიმენტალიზმისა და ინფანტილურობის მიუხედავად ის კვლავ ის ტოქსია, უბრალოდ აგრესიის ამ ეტაპზე ღიად აფიშირებას ერიდება, შესაბამისად ამაზე მინიშნება (პირდაპირი და სიტყვიერი) არის სიმღერაში – “ეშმაკის ხმა შეგაწუხებს.”

ახლა კი სათითაოდ მივყვები სიმღერებს და განვიხილავ, თქვენის ნებართვით.

დატანჯული გული

ტოქსი (თქვენის ნებართვით მე მას ძველი სახელით მოვიხსენიებ, თქვენ თუშურაშვილი კი არა და ჩიპოლინო იგულისხმეთ), თავისი ალბომის პირველივე სიმღერას სიყვარულს უძღვნის, ანუ თავიდანვე მსმენელი შოკში ვარდება. ყველა ვინც ელის მისგან აგრესიული ტიპის ტექსტებსა და სიმღერებს, სინამდვილეში იღებს ტოქსის ერთგვარ აღსარებას. ეს აღსარება ეძღვნება არა მარტო მის საყვარელ ადამიანს რომელმაც მისი გული დააობლა, არამედ ჩვენც, მის მსმენელბსა და თაყვანისმცემლებს. ის გვეუბნება – მე სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი ბიჭუნა ვარ, რომელსაც ტანჯული სიყვარული არგუნა ამ ცხოვრებამ, ნუ მოელით ჩემგან მხოლოდ და მხოლოდ გინებასა და აგრესიას, მეც “ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ” – ამ სიყვარულის უდაბნოში და გრძნობების უსასრულო თანავარსკვლავედშიო.

მისი ეს ნაბიჯი, არა მარტო აღსარებაა, არამედ მაგალითიცაა იმ ახალგაზრდებისთვის ვინც ტოქსისგან მოელიან აგრესიას და მისი გავლენით (ტოქსის უნებურად) ეს ძალადობა რეალურში გადააქვთ, ამიტომ ტოქსი მათ მაგალითს აძლევს. ის სიყვარულს ქადაგებს თავის პირველივე სიმღერაში და ხალხს ეუბნება – ” მოსატყნავი უნდა მოიტყნას, მაგრამ გიყვარდეს მოყვასი შენი.” გენიალურია!

ეშმაკის ხმა შეგაწუხებს

პირველი ჰანგები ჭმუნვითა და კაეშანითაა გაჟღენთილი, ტოქსის ალეგორიული ნიჭის გამოვლინება იწყება ფრაზით: “შენი ცოდვა დიდია, როგორც დიდი ქვა” – აქ იგრძნობა ტოქსის სულიერ კავშირი გეოლოგიასთან, მას ეს მეცნიერება რელიგიურ ასპექტში გადაყავს, ანუ კოსმიური კავშირი ღმერთსა და დედამიწას შორის – ცოდვა და ქვა, ქვა და ცოდვა.

შემდეგი ფრაზა: “ფულზე შენ გაცვალე, საკუთარი ძმა” – მეტად საინტერესო ფრაზაა, მრავლისმეტყველი და მრავალ ზოგადსაკაცობრიო თემებსაც ეხება. ეს არა მარტო ფულს დახამებული გოიმების შესახებაა ნათქვამი, არამედ აქ ზოგადად ღალატზეა საუბარი, ყორღანაშვილებზე, ბაღვაშებზე, ფალავანდიშვილებზე – მათ თავისი სისხლი და ხორცი გაყიდეს – საქართველო… და მათი ცოდვა, რა საკვირველია, დიდია, როგორც დიდი ქვა – თუ გახსოვთ ყორღანაშვილი სწორედაც რომ ქვებზე დაახეთქეს.

ამის გარდა, ამ ფრაზაში, ტოქსი ეხება რუსეთსაც – რუსეთი მოგეხსენებათ, საქართველოს ძმას უწოდებს, მაგრამ რა გვიქნეს მათ აგვისტოში? ფულზე გაგვყიდეს… ნავთობსა და გაზს გვანაცვალეს და შემოიჭრნენ. მაშასადამე ნათელია ამ ბწკარის ეგზომ მრავალწახნაგიანობა.

“სისხლით მოსვრილი ბარდიულები” – ნუ აქ უკვე ზედმეტია რაიმეს თქმა, ასეთი ექსპრესია – თანაც რეალისტური, სულში ჩამწვდომი, მაშინვე თვალწინ დგება ვაზისუბნის ქუჩების ბორდიულები, რომელთაც კუთხეები აქვს ჩამოტეხილი – ეს თაობათა ბრძოლის კვალია. დახოცილი ბოზებით მორწყული ქუჩები – დიაღ მეგობრებო! ტოქსი და მისი მეგობრები, თანამოაზრეები და მიმდევარნი – მესიის მახვილის როლში გვევლინებიან და დედას უტყნავენ სატანისგან შეცდენილ ბოზებს! (ჩემის მხრივ დავამატებ: ბოზების დედას შევეცი 1001 წელიწადი რა!).

“ვინც გადარჩაო – იმას ეშმაკი ჩაუსახლდაო – მეც დამეუფლა ეშმაკიო”. მეგობრები, ამ ფრაზამ არ მოგატყუოთ, თავიდან მეც ცოტა არ იყოს და შევშფოთდი. ვიფიქრე ტოქსიმ ძალაუნებურად თქვა რომ ბოზია? ანუ ბოზები ვინც გადარჩნენო, ეშმაკი ჩაუსახლდათო და მეც დამეუფლა ეშმაკიო – მაგრამ არააააა, ეს ამას არ ნიშნავს. ტოქსი ამბობს! : მე დამეუფლა ეშმაკი და უნდა რომ გამაბოზოს, მაგრამ მაგის დედას შევეციო ბიჭოო! მე ვერ მომერევაო! – ღმერთს ამშვიდებს ტოქსი.

შემდეგი ეტაპი უკვე ბრძოლის შესახებაა, ანუ ტოქსი 5 ბწკარში გვიყვება როგორ ბრძოლობდა ის ეშმაკთან:
“ჩამოწვა ნისლი,
და აანთე სანთელი,
ჩამოგიღებ კბილებს,
და ამოგიღებ გულს,
დაგამსგავსებ ჩონჩხს.”
მაშასადამე მეგობრებო, როგორც კი ნისლი ჩამოწვა ტოქსიმ დაანთო სანთელი, შეუდგა ლოცვას, მაგრამ ამ დროს ეშმაკი შეტევაზე გადავიდა და ტოქსის ჯერ დანტისტობისკენ გაუწია გულმა (ეგ მოგეხსენებათ სატანიკოსური პროფესიაა), ხოლო შემდეგ უკვე ვუდუისტური და შამანური რელიგიისკენ გადაწია.

შემდეგ ისევ ბოზებს უბრუნდება და საუბრობს სხეულით ვაჭრობაზე – ანუ აქვს ჩვენ ვიგებთ ტოქსის პოზიციას, პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

შემდეგ ისევ ბრძოლებზე და ღმერთის სასჯელზე გვესაუბრება ტოქსი.

მაგრამ პიკს სიმღერა აღწევს ფრაზაში: “ეი შენ ეშმაკო გაიხადე ანაფორა” – ოჰოო, ტოქსი აქ უკვე რელიგიურ საზოგადოებებში გამეფებულ განუკითხაობას დაეჭიდა, ვიმედოვნებ რომ მას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი არ გაძუყნის – კვაჭანტირაძეზე გამართული ზეიმის დროს რომელიც ყველ წელს გუნიტის (G-unite) შექმნის დღეს იმართება.

ეძღვნება მტრებს

აღსანიშნავია ამ სიმღერაში ბიტი, ისმის კითხვა რატომ მაინც და მაინც ეს ბიტი? როკისტული ჰანგებით? აი ამ ტონკი “ნამიოკით” ტოქსი ადასტურებს რომ როკერთან ბრძოლა გრძელდება.

3 Responses to ტოქსი ჩვენს ფანჯრებში, ანუ ძველი რევიუ ვაზისუბნელი რეპერის ალბომზე

  1. ვაიმე, ცუდათა ვაააააააააააარ! :lol: :lol: :lol: “ანუ აქვს ჩვენ ვიგებთ ტოქსის პოზიციას, პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით.” – აი ეს უკვე ბოლო წვეთი იყოოოოოოოოოოოო!!! :lol: :lol:

  2. ამ პოსტის მერე მინდა ღრმად გავიცნო ტოქსის შემოქმედება :D :D :D :D მაგრამ ვერ გამიბედავს :D :D :D საღოლ პოსტის ავტორს და მის გაძლებას :D

Leave a Response

Connect with Facebook

სახელი

ელ-ფოსტა

ვებ-საიტი